ოპოზიციამ სხდომა დატოვა – “ისხდნენ დარბაზში მარტო და გადაწყვიტონ, სამუშაო ჯგუფი სამკაციანი შექმნან თუ სამნახევრიანი”

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხს განიხილავენ, ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა.

“ლელოს” წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ოპოზიცია ფარსში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

„ჩვენ პროტესტის ნიშნად დავტოვეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც უმრავლესობა აპირებს, შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომ შეამოწმოს არალეგიტიმურად წარმოდგენილი კანდიდატები, აქვთ თუ არა მათ შესაბამისი დოკუმენტაცია გამოგზავნილი პარლამენტში. ჩვენ ამ ფარს პროცესში შესვლას არ ვგეგმავთ, ჩვენ მოვითხოვთ, შევქმნათ რეფორმის სამუშაო ჯგუფი ზუსტად ისე, როგორც ეს არის გათვალისწინებული შარლ მიშელის შეთანხმებით, ხოლო მანამდე დანიშვნების პროცესი შეჩერდეს. დღეს ხელისუფლება დარჩა მარტო საკუთარ თავთან, განსხვავებების მიუხედავად, ხელმომწერმაც, არახელმომწერმაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ფრაქციამ გააგონა ხელისუფლებას თავის ხმა, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. არავინ არ კითხულობს ამ შეთანხმებას ისე, როგორც „ქართული ოცნება”, ამიტომ, ისხდნენ ახლა ამ დარბაზში მარტო და გადაწყვიტონ, სამუშაო ჯგუფი სამ კაციანი შექმნან თუ სამნახევრიანი”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები