კახა კალაძე: ,,პრაიდის” გამართვა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რადგან არსებობენ ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება, ეს არასწორად გამოიყენონ

,,პრაიდის” კვირეულის გამართვა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რადგან არსებობენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება, ეს არასწორად გამოიყენონ”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრაიდის გამართვის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

კალაძის თქმით, ვინც არასწორად იმოქმედებს და კანონს დაარღვევს, ყველაფერს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

„გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია. ჩვენ წლების წინ მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ, სადაც ყველა თანასწორუფლებიანია და ყველას აქვს გამოხატვის შესაძლებლობა. რაც შეეხება ზოგადად პრაიდის კვირეულს, მე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ამის გაკეთება, რადგან არსებობენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება, ეს არასწორად გამოიყენონ როგორც ერთი მხრიდან, ასევე, მეორე მხრიდან. ვინც არასწორად იმოქმედებს და კანონს დაარღვევს, ყველაფერს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები