კელი დეგნანი: ვიმედოვნებ, “თბილისი პრაიდი” მშვიდობიან გარემოში ჩატარდება

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი “თბილისი პრაიდის” მიერ 5 ივლისს დაგეგმილ ღონისძიებას გამოეხმაურა.

ელჩი იმედოვნებს, რომ ღონისძიება მშვიდობიან გარემოში ჩატარდება.

“საქართველო ადამიანის უფლებების დასაცავად უკვე ას წელზე მეტია, იბრძვის. ზოგიერთებს სურთ, ძალადობის გამოყენებით ხელი შეუშალონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, როგორიცაა თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის უფლება. რა თქმა უნდა, ეს სერიოზულ პრობლემას ქმნის სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რომელთაც აქვთ ვალდებულება, უზრუნველყონ ადამიანის უფლებების დაცვა. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, ძალადობის გამოხატვის გარეშე, იმისათვის, რომ ადამიანებმა თავიანთი ფუნდამენტური უფლებები გამოხატონ”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები