ოკუპირებულ რეგიონებში კოვიდვითარება სულ უფრო მძიმდება – აფხაზეთში ვირუსს 35 წლის პაციენტი ემსხვერპლა
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება სულ უფრო მძიმდება.
ასე, მაგალითად, აფხაზეთში ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 138 შემთხვევა გამოვლინდა, ტესტირება 437 პირს ჩაუტარდა. ჯამურად, ეპიდემიის გავრცელებიდან 17 044 შემთხვევაა დადასტურებული.
ასევე, ბოლო ერთ დღეში ვირუსს ერთი პაციენტი შეეწირა. 35 წლის პაციენტი ქალი გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სულ 245 ლეტალური შემთხვევაა.
ამჟამად, გუდაუთის კოვიდსაავადმყოფოში 78 პირი მკურნალობს, მათგან 22-ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმში 41 ადამიანია, 12-ის მდგომარეობა მძიმეა; ოჩამჩირეში – 25; გაგრაში – 30, ხოლო ტყვარჩელში – 15.
რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთს, აქ ინფიცირების 9 შემთხვევაა გამოვლენილი, ბოლო ერთ დღეში 90 ტესტია ჩატარებული. სულ პანდემიის დაწყებიდან გამოვლენილია 3 460 დადასტურებული შემთხვევა.
ამჟამად, საავადმყოფოში 74 ადამიანი მკურნალობს.