ანრი ოხანაშვილი საპარლამენტო თემატური მოკვლევის კანადურ მოდელს გაეცნო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი კანადის პარლამენტის ყოფილ წევრს, სარმიტ ბულტეს შეხვდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კანადის ყოფილ დეპუტატს საპარლამენტო ცხოვრების, განსაკუთრებით კი – თემატური მომხსენებლის კუთხით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
მხარეებმა საქართველოს საპარლამენტო ცხოვრებაში თემატური მომხსენებლის ინსტიტუტის კიდევ უფრო აქტიურად დანერგვის მიმართულებები განიხილეს და საინტერესო დისკუსია გამართეს.
„ჩვენი მიზანია, თემატური მოკვლევის ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში გვაქვს, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და პრაქტიკულად გამოყენებადი გავხადოთ. ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაცნობა და რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებების შეტანა იგეგმება, რათა თემატური მოკვლევის ინსტრუმენტი, პარლამენტის წევრების ხელში, კიდევ უფრო ქმედითი და აქტიური გავხადოთ”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილისა და სარმიტ ბულტეს შეხვედრას გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები