ოკუპირებულ აფხაზეთში ორი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

გაგრის რაიონში ორი ე.წ.კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს.

ინფორმაციას ე.წ. შსს ავრცელებს.

დაკავებულთაგან ერთ-ერთია 1957 წელს დაბადებული, გაგრაში მცხოვრები ე.წ.კანონიერი ქურდი, წიჟბა სტანისლავ ლეონიდოვიჩი; მეორეა გაგრის რაიონის მკვიდრი, 1975 წელს დაბადებული, ბიჭვინთაში ე.წ.კრიმინალური ავტორიტეტი, ხიშბა რენად იურევიჩი.

ასლან ბჟანიას თქმით, ე.წ.კრიმინალური ავტორიტეტები, ე.წ.”ზედამხედველების” სახით, წარსულს უნდა ჩაბარდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები