ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში, შენობაში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა, 52 დაშავებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას Daily Star-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თვითმხილველებისა და მეხანძრეების თქმით, შემთხვევა შენობის პირველ სართულზე მოხდა.
აფეთქების შედეგად დაზიანებულ შენობაში ელექტრონიკის სავაჭრო სახლი, ხორცის გაყიდვის პუნქტი, რესტორანი და საკონდიტრო მდებარეობს. მომხდარის შედეგად, მაღაზიები მთლიანად განადგურდა.
პირველადი ვერსიით, აფეთქების მიზეზი შესაძლოა, გაზის აფეთქება ყოფილიყო, თუმცა, გამოძიება გრძელდება.