საგარეო უწყება: უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში საქართველოში მოგზაურობის ისტორია გააჩნიათ ბელგიის ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში

ბელგიაში ახალი რეგულაციები მოქმედებს.

როგორც “კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პიარსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულიდან გამომდინარე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში საქართველოში მოგზაურობის ისტორია გააჩნიათ ბელგიის ტერიტორიაზე მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაიშვებიან.

“26 ივნისიდან, ბელგიის სამეფოში მოქმედებს ახალი რეგულაციები, კერძოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში საქართველოში მოგზაურობის ისტორია გააჩნიათ ბელგიის ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში”,- განაცხადეს უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები