„სამიტზე ჩვენ დავადასტურებთ, რომ ჩვენი კარი რჩება ღია“
როგორ მოიქცევა ნატო ღია პოლიტიკის გატარებისას მესამე ქვეყნების გადასაწყვეტი არ არის, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის მესამე ქვეყნების გადასაწყვეტი, თუ როგორ მოიქცევა ნატო ღია კარის პოლიტიკის გატარებისას. სამიტზე ჩვენ დავადასტურებთ, რომ ჩვენი კარი რჩება ღია ევროღირებულებებთან და ევროდემოკრატიებთან მიმართებაში ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაუმჯობესებაში და ჩვენი ორგანიზაციის სხვა მიზნებთან მიმართებაში“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატოს წევრობა არის ნატოს და იმ ქვეყნების გადასაწყვეტი, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ გახდნენ ორგანიზაციის წევრი. მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ არის და კვლავ ხორციელდება სიტუაციის შეფასება.