მეუფე სტეფანე – “თბილისი პრაიდზე”: სიბილწის პროპაგანდა არავითარ შემთხვევაში არავისი უფლება არაა

“ეს არის სოდომური ცოდვის პროპაგანდის საწინააღმდეგო აქცია”,-ამის შესახებ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სიბილწის პროპაგანდა არავის უფლება არ არის.

„ეს არის სოდომური ცოდვის პროპაგანდის საწინააღმდეგო აქცია. აი, ახლა აქ რომ ვინმე მოვიდეს, შარვალი ჩაიხადოს და რაღაც ქნას, მშვიდად ჩაივლის? სიბილწის პროპაგანდა არავითარ შემთხვევაში არავის უფლება არ არის“,-აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

ცნობისთვის, 5 ივლისს „თბილისი პრაიდი” „ღირსების მარშს” გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები