კარლ ჰარცელი: ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმება წარმოადგენს პოტენციალის გამოვლენის გასაღებს, რომლის მიზანიც ერთად გვაქვს დასახული

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მე-7 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მე-7 წელს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა, რომელიც ჩვენი ახლო ურთიერთობის საიმედო დასაყრდენია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკური დოკუმენტია, ის ასახავს ჩვენს საერთო ღირებულებებსა და მიზნებს. იგი წარმოადგენს პოტენციალის გამოვლენის გასაღებს, რომლის მიზანიც ერთად გვაქვს დასახული.

გილოცავთ იუბილეს როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირს! იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებთ ერთობლივ ძალისხმევას ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის და მომავალ წლებში კიდევ უფრო დაახლოებისათვის”,- აცხადებს ჰარცელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები