რასმუსენი: ჩვენ ვნახეთ მნიშვნელოვანი პროგრესი საქართველოში

  საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ჯერ არ გადაგვიწყვეტია სამიტთან დაკავშირებული დეტალები, რომელიც სექტემბერში გაიმართება. რაც შეეხება ჩვენი ღია კარის პოლიტიკას ამ კონკრეტულ სამიტზე, როგორ იქნება ეს ყველაფერი ასახული, საბოლოო გადწყვეტილება არ მიგვიღია. გადავწყვიტეთ, რომ განვაგრძობთ შეფასებას იმ ქვეყნების, რომლებსაც აქვთ სურვილი გახდნენ ნატოს წევრები. საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული. ჩვენ ვნახეთ მნიშვნელოვანი პროგრესი საქართველოში და მე იმედი მაქვს, ამ პროგრესს სამიტზე აუცილებლად ავღნიშნავთ“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები