სოზარ სუბარი: „მთავარი არხიც“, „TV პირველიც“ და „ფორმულაც“ გახარიასა და მის გუნდს ოფიციალურად ლობირებენ
მპარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, „მთავარი არხიც“, „TV პირველიც“ და „ფორმულაც“ გახარიასა და მის გუნდს ოფიციალურად ლობირებენ.
„ოფიციალურად ლობირებენ ეს ტელევიზიები, „მთავარი არხიც“, „TV პირველიც“ და „ფორმულაც“ ლგახარიასა და მის გუნდს, რა დგას ამის უკან, მართლა არ ვიცი. მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც ლაპარაკობდნენ, რომ რაღაც წერილი გადასცა გახარიამ ჯაფარიძეს, მეცინებოდა ამაზე და ახლა შეიძლება, მართლა დავიჯერო, რომ გადასცა წერილი, რომელში წერია, რომ ტელეკომპანია „მთავარსა“ და ტელეკომპანია “ფორმულა“ უნდა გადავიდნენ გახარიას ნარატივზე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-მა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე: „ვის მისცემდნენ ხმას, თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს?“ გამოკითხულთა 32%-მა კახა კალაძე დაასახელა, 17%-მა – ნიკა მელია, 15%-მა კი, გიორგი გახარია.