ბიძინა კულუმბეგოვი: ამნისტიის საკითხი და ჯარიმების გაუქმების თემა ჰუმანური აქტია, თუმცა, ადამიანები, რომლებმაც გადაიხადეს ეს ჯარიმა, დათრგუნულად გრძნობენ თავს
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, რეგულაციების დარღვევის გამო მოქალაქეების ჯარიმებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება გარკვეულწილად უსამართლობის განცდას ბადებს.
მისივე თქმით, ადამიანებს ზუსტად უნდა განვუმარტოთ, როდის შედის ძალაში მსგავსი ტიპის ამნისტია.
„ზოგადად, ახლა ამნისტიის საკითხი და ჯარიმების გაუქმების თემა ჰუმანური აქტია და ცუდი არ არის, მაგრამ გარკვეულწილად უსამართლობის განცდას ბადებს. ადამიანები, რომლებმაც გადაიხადეს ეს ჯარიმა, დათრგუნულად გრძნობენ თავს. არც დამთავრებულა შეზღუდვები, პირველ ივლისამდეა ეს დაანონსებული, ამიტომ, ადამიანებს ზუსტად უნდა განვუმარტოთ, როდის შედის ძალაში მსგავსი ტიპის ამნისტია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტი განმარტება მოყვეს ამ საკითხს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდებიან.