საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
“ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით ფრენების ინტენსივობა იზრდება:
flydubai დუბაი – თბილისი – დუბაი 15 ივლისიდან 25 ივლისამდე დამატებით 19 ავიარეისი შესრულდება;
Qatar Airways დოჰა – თბილისი – დოჰა 1 ივლისიდან 11 სექტემბრამდე კვირაში 3 სიხშირე დაემატება;
Uzbekistan Airways ტაშკენტი – თბილისი – ტაშკენტი 1 ივლისიდან 29 აგვისტომდე კვირაში 3 სიხშირით;
FlyArystan ნურ-სულთანი – ქუთაისი – ნურ-სულთანი კვირაში 3 სიხშირით;
აქტაუ – ქუთაისი – აქტაუ კვირაში 4 სიხშირით;
Belavia – Belarusian Airlines მინსკი – ბათუმი – მინსკი 1 ივლისიდან 12 სექტემბრამდე კვირაში 18 სიხშირით;
SkyUp Airlines ოდესა – თბილისი – ოდესა 24 ივნისიდან კვირაში 4 სიხშირით;
ბილეთებთან დაკავშირებულ დეტალებზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, მიმართოთ შესაბამის ავიაკომპანიას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.