კარლ ჰარცელი: რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი მომდევნო წლებში ევროკავშირის ყურადღების ცენტრში იქნება

“რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი მომდევნო წლებში ევროკავშირის ყურადღების ცენტრში იქნება”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ჰარცელი სოციალურ ქსელში შაორის ტბაზე მეულღესთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.

„ღრუბლების გავლით მშვენიერ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ვარ. ეს ტერიტორია მომდევნო წლებში ევროკავშირის ყურადღების ცენტრში იქნება. მოუთმენლად ველოდები დღეს აქ მოსახლეობასთან შეხვედრასა და ამ ულამაზესი რეგიონის უკეთესად გაცნობას“, – წერს კარლ ჰარცელი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები