ოკუპირებულ რეგიონებში კოვიდვითარება მძიმდება – აფხაზეთში კორონავირუსის 94 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 94 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ტესტირება 320 პირს ჩაუტარდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსი 16 574 ადამიანს დაუდასტურდა.
ამჟამად, გუდაუთის საავადმყოფოში 62 პირი იმყოფება, მათგან 13-ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 40 კოვიდპაციენტია, 10-ის მდგომარეობა მძიმეა; ოჩამჩირეში – 21; გაგრაში – 20; ტყვარჩელში კი 14 პირია.
ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დაავადებას 244 ადამიანი შეეწირა.
რაც შეეხება ე.წ.სამხრეთ ოსეთს, აქ 13 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი – მაშინ, როდესაც თვის დასაწყისში “იუგპოტრებნადზორი” არცერთ შემთხვევას არ აფიქსირებდა. ამჟამად, სულ 56 ადამიანი მკურნალობს.