საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პრემიერის ინიციატივა კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებული პირების ამნისტიის შესახებ, დროულია.
როგორც მან ,,კვირასთან” საუბრისას განაცხადა, ეს ტვირთი ფინანსურად დაზარალებულ მოქალაქეებს მოეხსნებათ.
,,ინიციატივისთვის დრო კარგადაა შერჩეული, რადგან ინფიცირების მაღალი მაჩვენებლი არ გვაქვს და დაძაბულობა ნაკლებია. იმ ჯარიმებს კონკრეტული მიზანი ჰქონდა, რომ მოქალაქეების პასუხიმგებლობა გაეზარდა და მათ რეგულაციები დაეცვათ, რადგან ეპიდსიტუაცია არ გაუარესებულიყო. ჯარიმების გაუქმებამ არ უნდა დაამკვიდროს აზრი, რომ თუ ასეთი რეგულაცია ისევ იქნება შემოსაღები, ისევ იქნებიან ამნისტირებულები. დღეს ამნისტია მივიღოთ და მოქალაქეები, რომელთა დიდი ნაწილი ფინანსურად დაზარალებილია, ეს ტვირთი აღარ დავაკისროთ, მაგრამ პასუხისმგებლობა არ შევწიროთ ამას. თუ დაგვჭირდა, რეგულაციები ჯარიმის გარეშეც უნდა იყოს დაცული. ყოველთვის არ გვქონდეს იმედი, რომ თუ რეგულაციას დავარღვევთ, შემდეგ იქნება ამნისტირებული”, – განუცხადა ,,კვირას” დიმიტრი ხუნდაძემ.
კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებულ ადამიანებს ამნისტია შეეხებათ. ამის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.