თეა წულუკიანი: ექსპერტებმა გელათის სახურავის პრობლემებზე უნდა დასვან დიაგნოზი და კედლის მხატვრობის დაზიანების დიაგნოსტიკა შეძლონ
“ექსპერტებმა გელათის სახურავის პრობლემებზე უნდა დასვან დიაგნოზი და კედლის მხატვრობის დაზიანების დიაგნოსტიკა შეძლონ”, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გელათში იუნესკოს ექსპერტების საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, გამგზავრებამდე ექსპერტებთან შეხვედრა იქნება.
„ერთმა ექსპერტმა გელათის სახურავის პრობლემებზე უნდა დასვას დიაგნოზი და გვითხრას, რა გადაწყვეტილება იქნება უპრიანი. მეორე ჯგუფიც იუნესკო-ს მიერაა რეკომენდებული, რომლებიც შეძლებენ კედლის მხატვრობის დაზიანების დიაგნოსტიკას, რომ შემდეგაც უნდა შემოგვთავაზონ გამოსავალი. აქაც, რა თქმა უნდა, გამოსავალს შევიმუშავებთ კედლის მხატვრობის ქართველ პროფესიონალ რესტავრატორებთან ერთად და მათი ჩართულობით. მთხოვეს, რომ ვითარების შესწავლის პროცესს დაესწროს ის 6-7 ადამიანი, რომლებიც დამოუკიდებელი ექსპერტები არიან და მათთან ერთად იმუშავებენ. ამასთან, მათ თქვეს, რომ თბილისიდან გამგზავრებამდე შეგვხვდებიან“, – აღნიშნა წულუკიანმა.