იაგო ხვიჩია: გაქცევა ვერ უშველის, მეტი წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ხელისუფლებას გეგმებში, რასაც სასამართლოს მიმართულებით ახორციელებს

“ჩემი აზრით, უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეპყროთ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს”, – ასე გამოეხმაურა “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია მოსამართლეთა დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მან ოპოზიციას კვლავ ბოიკოტის რეჟიმში გადასვლა შესთავაზა.

ხვიჩიას თქმით, საჭიროა არა გაქცევა, არამედ – მეტი წინააღმდეგობა.

“ჩემი აზრით, უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეპყროთ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს. საერთო სტრატეგიების დასახვითა და ურთიერთგაგებით, უფრო მეტი წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ხელისუფლებას თავის გეგმებში, რასაც სასამართლოს თუ სხვა მიმართულებით ახორციელებს. გაქცევა და სხვაგან დგომა ამას არ უშველის”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები