არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის განცხადებები მათ დესტრუქციულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს
“ოპოზიციის განცხადებები მათ დესტრუქციულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს”, – ამის შესახებ ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას ექნება შესაძლებლობა, რომ მოსამართლეობის კანდიდატებს კითხვები დაუსვას.
„რატომ ამბობს წინასწარ უარს ოპოზიცია მოსამართლეების კანდიდატურების განხილვის პროცესზე და იმ დისკუსიასა და იმ პროცედურაზე, რომელიც პარლამენტში უნდა ჩატარდეს. ოპოზიციას ექნება შესაძლებლობა პარლამენტში, რომ კანდიდატებს კითხვები დაუსვან და აჩვენონ და საზოგადოებას დაუმტკიცონ ის, რასაც განცხადებებში ამბობენ. ჩემი აზრით, ეს მათ დესტრუქციულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ თუკი „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს განაგრძობს, პარლამენტიდან გავა.