ბიძინა კულუმბეგოვი: არ წახვიდეთ ისეთ ადგილებში, სადაც პირბადის გარეშე ბევრი ადამიანი იქნება
“მინდა, ყველას მოვუწოდო, სადაც უნდა იყოთ, თუ გარშემო ადამიანები არიან, მაინც უნდა გამოიყენოთ პირბადე”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
კულუმბეგოვი ასევე საზოგადოებას მოუწოდებს, არ წავიდნენ ისეთ ადგილებში, სადაც პირბადის გარეშე ბევრი ადამიანი იქნება, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში.
„ჩვენ სტაბილიზაცია გვაქვს, მაგრამ აბსოლუტურად დამშვიდების საშუალება არ გვაქვს იმიტომ, რომ კოვიდრეგულაციების მოშლის პირობებში საქართველოში, სამწუხაროდ, შემთხვევების რაოდენობა დიდი ალბათობით ქვემოთ არ ჩამოვა. ძალიან მინდა, როგორც სპეციალისტმა, ყველას მოვუწოდო, სადაც არ უნდა იყოთ, თუ გარშემო ადამიანები არიან, თქვენ აუცილებლად მაინც უნდა გამოიყენოთ პირბადე. არ წახვიდეთ ისეთ ადგილებში, სადაც პირბადის გარეშე ბევრი ადამიანი იქნება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 22 ივნისიდან ქვეყანაში პირბადის ღია სივრცეში ტარება სავალდებულო აღარ არის.