თენგიზ ცერცვაძე: თუ დახურულ სივრცეში ზედმიწევნით შევასრულებთ პირბადის ტარების წესს, ღია სივრცეში ამ ვალდებულების გაუქმება, შემთხვევების მატებას არ გამოიწვევს

“მომხრე ვიყავი, ღია სივრცეში პირბადის ხმარება გაუქმებულიყო, თუ დახურულ სივრცეში ზედმიწევნით შევასრულებთ პირბადის ტარების წესს, მგონია, რომ ღია სივრცეში ამ ვალდებულების გაუქმება არ გამოიწვევს შემთხვევების მატებას”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მაინც გაიმართება საკონცერტო, ან სპორტული ღონისძიება, იქ ყველა წესი უნდა იყოს დაცული.

“თუ ჩვენ დავიცავთ ორ დარჩენილ რეგულაციას, დახურულ სივრცეში ყველა კეთილსინდისიერად ვატარებთ პირბადეებს, თავს შევიკავებთ ხალხმრავალი შეკრებებისგან, დახურულ სივრცეში ზედმიწევნით შევასრულებთ პირბადის ტარების წესს, მაშინ, მე პირადად მგონია, რომ ღია სივრცეში ამ ვალდებულების გაუქმება არ გამოიწვევს შემთხვევების მატებას. თუ მაინც გაიმართება საკონცერტო, ან სპორტული ღონისძიება, იქ ყველა წესი უნდა იყოს დაცული. ეს ჩემი აზრია, რომელიც შეიძლება გამართლდეს, ან არა. ამას გვიჩვენებს უახლოესი 2 კვირა. ჩემთვის არავის უკითხავს, მაგრამ მე ვიყავი მომხრე, ღია სივრცეში პირბადის ხმარება გაუქმებულიყო”, – აცხადებს ცერცვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები