ზურაბ აბაშიძე: ვიყენებთ ყველა იმ ფორმატს, სადაც ხელი მიგვიწვდება, რათა ზაზა გახელაძის საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს

“ვიყენებთ ყველა იმ ფორმატს, სადაც ხელი მიგვიწვდება, რათა ზაზა გახელაძის საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს”, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის საკითხი აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დღის წესრიგშიც დადგება.

„დღეს ეს ადამიანი შეხვდა პრემიერმინისტრს. ყველაფერი კეთდება და კიდევ უფრო მეტი გაკეთდება, რათა ეს პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს.

მთელი სახელმწიფო არის ამისათვის მომართული, საგარეო უწყება უპირველეს ყოვლისა. დღეს ვიყენებთ ყველა იმ ფორმატს, სადაც ხელი მიგვიწვდება, რათა ამ პიროვნების საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს, მათ შორის, იმ ფორმატში, რაც თქვენ ახსენეთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ცნობისთვის, ზაზა გახელაძის მამა დღეს პრემიერს შეხვდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები