გია გაბრიჭიძე: ზედმეტი პათეტიკის გარეშე ვიტყვი – ,,ნაცებმა” ხელი მოაწერეს რეზოლუციას, 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება საქართველოს დააბრალეს და საერთაშორისო დოკუმენტითაც გააფორმეს

ექსპერტი, გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ,,ნაციონალური მოძრაობის” მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რეზოლუციაზე ხელის მოწერას ეხმიანება და წერს.

მისი თქმით, ,,ნაცებმა” 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება საქართველოს დააბრალეს და საერთაშორისო დოკუმენტითაც გააფორმეს.

,,ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვისა და ზედმეტი პათეტიკის გარეშე პირდაპირ ვიტყვი, რომ ,,ნაცებმა” ხელი მოაწერეს რეზოლუციას, რითაც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება საქართველოს დააბრალეს და უბრალოდ კი არ დააბრალეს, საერთაშორისო დოკუმენტითაც გააფორმეს. არ დავიწყებ იმაზე საუბარს, რომ მსგავსი ტიპის დოკუმენტზე ხელმოწერა პირდაპირი ღალატია. არ ვიტყვი არც იმას, თუ რა რაოდენობის ფული იშოვეს ამ ხელმოწერით და ქართული მიწების უცხო ტომელებისთვის გადაცემით, რადგანაც ყველასთვის ცნობილია, მხოლოდ თანხის რაოდენობის შესახებ არის სხვადასხვა ვერსია. არ ვიტყვი არც იმას, რომ ამ რეზოლუციაზე ხელმოწერას წლების განმავლობაში მალავდნენ. ამ ღალატში მთავარი ისაა, რომ დღეს ამ ღალატს თავხედურად „აპრავებენ“ და იძახიან, რომ „სხვა კარგი რაღაცებიც წერია“ და „რუსეთს ოკუპანტი პირველად უწოდესო“. ასეთი თავხედობა მართლაც რომ გაუგონარია და თაღლითობის ყველაზე დაბალ დონესაც არ აკმაყოფილებს. ის, რომ რუსეთი საქართველოსთვის ოკუპანტია, უკვე 220 წელია ვიცით ჩვენც და მთელმა მსოფლიომაც და რა წერია კიდევ ისეთი „კარგი“ და „შესანიშნავი“, რასაც ცოცხალი თავით არ ამბობენ. ან კი რა უნდა თქვან, რადგანაც კაპიტულაციის შესახებ რეზოლუციაში როგორ შეიძლება იყოს რაიმე კარგი? არა რა, ნამდვილად არ შეიძლება იმის გაფიქრებაც კი, რომ ოდესმე ,,ნაცები” ქვეყნისთვის რაიმე სასარგებლოს გააკეთებენ,”- წერს გია გაბრიჭიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები