გია აბაშიძე: მამუკა მდინარაძის მიერ უტყუარი ფაქტის გახსენებამ, თუ რას მოაწერა ხელი 2008 წელს “ნაცმოძრაობამ”, დილიდან გაავეშა სააკაშვილის მარიონეტები

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე 2008 წელს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ რეზოლუციაზე ხელის მოწერას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“საკმაოდ მდიდარია ქართული ენა, რომელშიც თუნდაც მხოლოდ ერთ სიტყვას – “უსირცხვილო” აქვს მრავალი სინონიმი – ურცხვი, ურიდი, უნამუსო, უსინდისო, უბოდიშო, უტიფარი, ნამუსგარეცხილი, ნამუსგაყიდული, ნამუსდაკარგული, ნამუსზე ხელაღებული, სინდისგარეცხილი, საძაგელი, საზიზღარი, სულმდაბალი, ბედასლი და ა.შ. ჩამონათვალი არასრულია. ფილიგრანულადაა აღწერილი ნაცსექტის განცხადებები და ქმედებები საქართველოს სახელმწიფოსთან, ხალხთან დამოკიდებულებაში. გუშინ, “გლავკანალზე” (“მთავარ არხი”) მამუკა მდინარაძის მიერ მხოლოდ ერთ-ერთი უტყუარი ფაქტის გახსენებამ, თუ რას მოაწერა ხელი 2008 წელს “ნაციონალურმა მოძრაობამ”, დილიდან გაავეშა სააკაშვილის მარიონეტები. არა და, ევროპის საბჭოს 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციაში არის პუნქტი, რომლის შესახებ საუბარი “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წევრებს ძალიან ეხამუშებათ. დოკუმენტის მეხუთე პუნქტში, რომელსაც სააკაშვილის პარტიამ მხარი დაუჭირა, წერია: ქართველი სამხედროების მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის დაწყებამ 2008 წლის 7 აგვისტოს გამოიწვია ესკალაციის ახალი დონე, კერძოდ კი, ღია და სრულმასშტაბიანი ომი. იმ საშინელ დამღას, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის რუსეთის თანაოკუპანტი, სინდისგარეცხილი სააკაშვილი და მისი ვასალები ვერასოდეს მოიშორებენ!”, – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები