ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილ მოადგილეს მანქანა საკუთარ ეზოში დაუწვეს

სოხუმში გამთენიისას დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი მოადგილის, პარტია “აფსნის” თავმჯდომარის, ვიტალი გაბნიას მანქანას ცეცხლი წაუკიდეს.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ავტომობილს ცეცხლი გაბნიას სახლის ეზოშივე წაუკიდეს.

ე.წ. ძალოვანების ინფორმაციით, მანქანა ნაწილობრივ დაიწვა, არავინ დაშავებულა.

დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები