ირაკლი ზარქუა: ეს ჭიჭე, ჯუნიორი, თუ რა დავარქვა – ჩიჩიე ვაშაძე, იწვევს მაინც თემას, არ გამოდის სხვანაირად რა, ტიპი ითხოვს, ითხოვს

“ეს ჭიჭე, ჯუნიორი, თუ რა დავარქვა – ჩიჩიე ვაშაძე, იწვევს მაინც თემას, არ გამოდის სხვანაირად რა, ტიპი ითხოვს, ითხოვს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის დღევანდელ განცხადებას.

მისი თქმით, ვაშაძეს გუშინ რომ ხელი მოეცარა პენსიონერების თემაზე, დღეს კალაძეს უტევს.

„ეს ჭიჭე, ჯუნიორი, თუ რა დავარქვა – ჩიჩიე ვაშაძე, იწვევს მაინც თემას, არ გამოდის სხვანაირად რა, ტიპი ითხოვს, ითხოვს. გუშინ, რომ ხელი მოეცარა პენსიონერების თემაზე, ხუთი ქალბატონი მოიყვანა, ოთხი მერე ჩვენ ჩაგვეხუტა, მადლობა სიმართლისთვისო, პოპულისტებთან რატომ მოვედითო. ახლა გაბოროტებული ეცა კახა კალაძეს და ისევ სიცრუე. საზოგადოებას რომ სიმართლე ვუთხრათ, ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები – ამათი სიმბოლო, რაც ყველანაირად გამოუსადეგარი და მოძველებული იყო, ვთქვით, რომ უნდა ჩანაცვლდეს, მაგრამ იმ კომპანიამ, რომელსაც ხელშეკრულება კიდევ რამდენიმე წელი აქვს დარჩენილი, თქვა, რომ მათი ჩანაცვლების ფინანსური საშუალება არ გვაქვსო. ამიტომ შეიმუშავეს სქემა და თბილისის ბიუჯეტის საფუძველზე, 36 მილიონად იყიდეს 300 ერთეული მიკროავტობუსი ისე, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ფასი არ გაზრდილიყო. შემდეგ მიაქირავეს კომპანიას, რომ საბოლოოდ გამოისყიდოს. მათ გამოისყიდეს აღნიშნული 300 მიკროავტობუსი. ისევ ხდება დამატებით 300 ერთეულის შესყიდვა, რომელსაც ისევ გამოისყიდის კომპანია და ასევე დამატებით 400 ერთეულ სამარშრუტო ტაქსს იყიდის. საბოლოო ჯამში, თბილისში 1 000 ერთეული ახალი, თანამედროვე და ეკოლოგიურად სუფთა მიკროავტობუსი იმოძრავებს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამარშრუტო ტაქსების ჩანაცვლების ოპერაციით, რომელიც „ყვითელი მარშრუტკების“ „ლურჯი მარშრუტკებით“ შეცვლას ეხება, ჩვეულებრივი კორუფციული თაღლითობა ჩაიდინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები