კელი დეგნანი: ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება შემდეგი ტესტი საქართველოს დემოკრატიული და საარჩევნო პროცესისთვის

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება შემდეგი ტესტი საქართველოს დემოკრატიული და საარჩევნო პროცესისთვის.

მისი თქმით, ყველას მოლოდინია, რომ არჩევნები მშვიდად ჩაივლის.

„ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება შემდეგი ტესტი საქართველოს დემოკრატიული და საარჩევნო პროცესისთვის. ყველას მოლოდინია, რომ ის მშვიდად ჩაივლის და შედეგებში ყველა დარწმუნებული იქნება. ვფიქრობ, ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა შეიმუშავეს კარგი საგზაო რუკა, რომელიც ასახულია საარჩევნო რეფორმის იდეაში, 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ სხვადასხვა პარტიასთან უწყებებთან, მათ შორის, სოციალურ მედიაზე, რა პოზიტიური და ნეგატიური გავლენები აქვს მას ამომრჩევლებზე. ვიმედოვნებთ, რომ ოქტომბერში, მომავალ არჩევნებზე ვნახავთ ნაკლებ სიძულვილის ენას, ნაკლებ დეზინფორმაციასა და ფეიკნიუსს და სოციალური მედიის უფრო მეტ ბენეფიტს ამომრჩეველთა ინფორმირების კუთხით, პარტიების პლატფორმებისა და პრიორიტეტების შესახებ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები