თამარ ჟვანია: შეურაცხყოფის პირობებში მე ვიყავი ძლიერი, რადგან საარჩევნო ადმინისტრაციის უკან იდგა სიმართლე

“იყო გარკვეული ტიპის ხარვეზები, შეცდომები დაშვებული პროცედურული, თუმცა, აქ არაფერი არ იყო ახალი, განსხვავებული, რომელიც წინა არჩევნებზე არ ყოფილა”, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ 2020 წლის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეურაცხყოფის პირობებში ის იყო ძლიერი, რადგან საარჩევნო ადმინისტრაციის უკან სიმართლე იდგა.

“იყო გარკვეული ტიპის ხარვეზები, შეცდომები დაშვებული პროცედურული, თუმცა, აქ არაფერი არ იყო ახალი, განსხვავებული, რომელიც წინა არჩევნებზე არ ყოფილა. იყო ის მიზეზები, რომელიც უკავშირდება ზოგადად პოლიტიკურ გარემოს, ძალიან რთულ და კომპლექსურ ვითარებაში მუშაობას, ამავდროულად, სუბიექტების უპრეცედენტოდ მაღალ რაოდენობასა და, რაც მთავარია, პანდემიას. გარკვეულად ხარვეზიანი არჩევნები, მათი მასშტაბები გარკვეული პროცენტით იქნა უფრო მეტი, ვიდრე წინა არჩევნებზე, თუმცა ეს არ იყო გაყალბებული არჩევნები.

გადადგომის და წასვლა-დარჩენის საკითხი უნდა იყოს საარჩევნო ადმინისტრატორის გადასაწყვეტი და ვერც ერთ პოლიტიკურ ძალას, ვინც არ უნდა იყოს ის, არ უნდა ჰქონდეს საშუალება და არ უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ მისი პოლიტიკური სურვილის გამო ადმინისტრატორები იცვლებოდნენ.

შეურაცხყოფის პირობებში მე ვიყავი ძლიერი, ძლიერი ვიყავი იმიტომ, რომ ჩემ და ჩვენ უკან, საარჩევნო ადმინისტრაციის უკან იდგა სიმართლე”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები