ქეთევან კოვზიაშვილი: ვახტანგ გომელაურის შესახებ “მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის „ფეიკნიუსის“ კლასიკური მაგალითი და სრული სიცრუე

“შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის შესახებ ,,მთავარი არხის,, მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის „ფეიკნიუსის“ კლასიკური მაგალითი და სრული სიცრუე”, – ამის შესახებ შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთევან კოვზიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, შაბათის ეთერში გასული ამბავი იმდენად არარეზონანსული და დაუჯერებელი აღმოჩნდა, რომ დღეს უკვე ხელოვნურად ცდილობენ ამ თემის ხელახალ წამოწევას.

“შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის შესახებ ,,მთავარი არხის,, მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის „ფეიკნიუსის“ კლასიკური მაგალითი და სრული სიცრუე.

სამწუხაროა, რომ არარსებულ ამბავზე, აბსოლუტურ დეზინფორმაციაზე, სრულ ტყუილზე გიწევს იმის თქმა, რომ ტყუილია, რომ ფაქტი არ მომხდარა.

როგორც ჩანს, შაბათის ეთერში გასული ამბავი იმდენად არარეზონანსული და დაუჯერებელი აღმოჩნდა, რომ დღეს უკვე ხელოვნურად ცდილობენ ამ თემის ხელახალ წამოწევას”, – წერს კოვზიაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები