დღეს არჩევნების შემსწავლელი კომისია თამარ ჟვანიას მოუსმენს
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია უპასუხებს.
საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლებსაც მოუსმენენ. კომისიის წევრებს პროკურატურის წარმომადგენლებთან კითხვები არჩევნების დღეს მომხდარი დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე ექნებათ.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 20 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალა. მათგან ოთხი საარჩევნო უბნის კომისიის წევრები და ოლქის თავმჯდომარე პარლამენტში დაიბარა და კომისიის სხდომაზე გამოკითხა.