კახა კუჭავა: ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ, გვერდით დავუდგეთ და გავუადვილოთ ცხოვრება ლტოლვილებს, რათა მათ თავიანთ სახლებში დაბრუნება შეძლონ

ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების დახმარება, რომ კურსი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, რომელიც მხარდაჭერილია, მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ კონფლიქტები, კიდევ უფრო მხარდაჭერილი იქნას და ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთ სახლებში დაბრუნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ლტოლვილთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და ოკუპაცია კვლავ გრძელდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთანაც აღინიშნება ეს დღე, რადგან სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ გრძელდება ოკუპაცია, გვყავს იძულებით გადაადგილებული პირები, ოჯახები. ჩვენი ვალია, ყოველთვის შევეცადოთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ, გვერდში დავუდგეთ და გავუადვილოთ მათ ცხოვრება, რაც ყველაზე მთავარია ვიბრძოლოთ, რათა მივაღწიოთ იმ სტატუს კვოს, რომ ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს.

გვყავს იძულებით გადაადგილებული ადამიანები, მათ აიძულეს, დაეტოვებინათ საკუთარი სახლები და დღეს ჩვენ ყველა ერთად ვცდილობთ, ეს პრობლემა მოვაგვაროთ. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების დახმარება, რომ ის კურსი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, რომელიც მხარდაჭერილია, რათა მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ კონფლიქტები, კიდევ უფრო მხარდაჭერილი იქნას და ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთ სახლებში დაბრუნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები