ვარლამ გოლეთიანის თქმით, ბარიკადების აღების გარდა, სხვა მოთხოვნები არ შესრულებულა
ჩვენ გვინდა პროტესტის ძირითად ადგილზე დაბრუნება, სადაც კარვები დაგვირბიეს. კომპანია იქ არ გვიშვებს და ამბობს, რომ ეს მისი კერძო საკუთრებაა. პროტესტი ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება, ვიდრე შინაარსობრივად არ წავიწევთ წინ, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„გარდა იმისა, რასაც საზოგადოება ხედავს, რომ ბარიკადები აღებულია, არცერთი სხვა მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა. ის, რის შესრულებაზეც წინა შაბათს შევთანხმდით, უპირობოდ უნდა შესრულებულიყო. ვხედავთ, რომ არ არის ეს შესრულებული. ჩვენ გვინდა პროტესტის ძირითად ადგილზე დაბრუნება, სადაც კარვები დაგვირბიეს. კომპანია იქ არ გვიშვებს და ამბობს, რომ ეს მისი კერძო საკუთრებაა. პროტესტი ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება, ვიდრე შინაარსობრივად არ წავიწევთ წინ“, – აცხადებს გოლეთიანი.