თორნიკე მამალაძე: ის ფაქტი, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქმე განხილვაში მიიღო, იმედისმომცემია

“ის ფაქტი, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქმე განხილვაში მიიღო, იმედისმომცემია”, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკვე მეხუთე წელია, გიორგი მამალაძე უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

„როგორც სახელმწიფოს, ისე საპატრიარქოს გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემი ძმის განადგურება და ამას დღემდე პირნათლად ასრულებენ. მესამე წელია, პარალიზებულ მდგომარეობაშია და არც სახელმწიფო, არც საპატრიარქო არაფერს აკეთებს, რომ გამოჯანმრთელდეს. თავის დროზე სტრასბურგის სასამართლოს მივმართეთ და ის ფაქტი, რომ სტრასბურგის სასამართლომ განხილვაში მიიღო, იმედისმომცემია, რადგან სტრასბურგის სასამართლო განხილვაში არ იღებს საქმეს, თუ საქმეში მტკიცებულებები არ არის და მოგების პერსპექტივა არ აქვს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სამართალი დადგინდება და ჩემი ძმა უდანაშაულოდ იქნება ცნობილი“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები