კახეთში “წითელი ნუსხით” დაცული ხე-მცენარეების უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთში “საქართველოს წითელი ნუსხით” დაცული ჭალის მუხის სახეობის ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2 სამართალდარღვევაა გამოვლენილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩადუნიანის მიმდებარედ. მოქალაქეები უკანონოდ მოპოვებული ჭალის მუხის სახეობის 8 ერთეული მორის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.
უკანონოდ მოპოვებული ჭალის მუხის სახეობის 16 ერთეული მორი გამოვლინდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სოფელ ჰერეთისკარშიც, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოში. საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობების მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ, ჯამურად, 10 000 ლარს გადააჭარბა. ზემოაღნიშნული სამივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები