ანდრია ჯაღმაიძე: ყველაფერი დაიწყო იმით, რომ თითქოს ეკლესიისაგან უნდა დაეცვათ ბავშვები და დამთავრდება იმით, რომ ტელევიზიებისგან იქნებიან დასაცავი
“ყველაფერი დაიწყო იმით, რომ თითქოს ეკლესიისაგან უნდა დაეცვათ ბავშვები და დამთავრდება იმით, რომ ტელევიზიებისგან იქნებიან დასაცავი”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა
მისი თქმით, მეუფე იაკობმა უკვე მოასწრო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ამ მცირე ხანში.
„დღეს არის შეხვედრა ომბუდსმენთან. არის პოზიტიური პროცესები ამ დაძაბულ ვითარებაში. მეუფე იაკობმა უკვე მოასწრო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ამ მცირე ხანში. მე მგონია, რომ დაგვავიწყდა ბავშვები. გვახსოვს მარტო ის, თუ როგორ შევაღწიოთ შიგნით. ბავშვებზე ვიფიქროთ. ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ თითქოს ეკლესიისაგან უნდა დაეცვათ ბავშვები და დამთავრდება იმით, რომ ტელევიზიებისგან იქნებიან ბავშვები დასაცავი ცოტა ხანში“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.