ეკატერინე ტიკარაძე: ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის შესვლა არათუ საჭიროა, არამედ ეს მისი ვალდებულებაა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახალხო დამცველის შესვლა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არათუ საჭიროა, არამედ ეს მისი ვალდებულებაა.

მისივე თქმით, ბავშვების ინტერესები დაცული იქნება.

“ამ ეტაპისთვის საუკეთესო ინტერესები დაცულია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა საპატრიარქოსა და ხელმძღვანელობასთან ძალიან პროდუქტიული იქნება. შესაბამისად, მოხდება ყველა იმ საკითხის უზრუნველყოფა, რომელიც ბავშვის ინტერესებს იცავს. ბავშვები, ყველა მცირე ზომის პანსიონში უნდა გადავიდნენ, სადაც მათ ოჯახის ტიპის სამყოფელი ექნებათ, დაცული იქნება მათი კეთილდღეობა. ჩვენ ვიმუშავებთ ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის შესვლა არათუ საჭიროა, არამედ ეს მისი ვალდებულებაა. აქედან გამომდინარე, ის ვალდებულია თავისი მანდატი შეასრულოს. ჯანდაცვის სამინისტრო სახალხო დამცველთან ყოველთვის თანამშრომლობს”, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები