ევროკომისიის დოკუმენტი: ევროკავშირი მისდევს არაღიარების პოლიტიკას ყირიმის ნახევარკუნძულის არალეგალური ანექსიისა და რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელობის მხარდაჭერის მიმართ
ევროკომისიამ რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია წარადგინა.
14-გვერდიან დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების მართვა ბრიუსელის „მთავარი სტრატეგიული გამოწვევაა, რადგან მოსკოვის მცდელობებია, ჩაერიოს ევროკავშირის შიდა საქმეებში და მოახდინოს ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისა და მეზობლების დესტაბილიზაცია“.
სტრატეგიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა უფრო სისტემურად უნდა უპასუხოს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებს და დაიცვას დემოკრატიული ფასეულობები. ამ კონტექსტში დოკუმენტში ნახსენებია საქართველოც.
დოკუმენტის თანახმად, „ევროკავშირი ასევე აგრეძელებს წინააღმდეგობის გაწევას რუსეთის მთავრობის მცდელობებისადმი, საკუთარი თავი წარმოაჩინოს მედიატორად და არა მხარედ ტერიტორიულ კონფლიქტებში უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში“.
„ევროკავშირი მისდევს არაღიარების პოლიტიკას ყირიმის ნახევარკუნძულის არალეგალური ანექსიისა და რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელობის მხარდაჭერის მიმართ“, – ნათქვამია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ევროკომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ივნისის ბოლოს ევროკავშირის ლიდერების მორიგ სამიტზე განიხილავენ.