ნინო წილოსანი: საერთაშორისო პარტნიორების თითოეული განცხადება იმ სამუშაოს შედეგს წარმოადგენს, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების თითოეული განცხადება იმ სამუშაოს შედეგს წარმოადგენს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს.
„თითოეული განცხადება, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, კონგრესმენები, ევროპარლამენტარები აკეთებენ, წარმოადგენს იმ სამუშაოს შედეგს, რომელსაც ახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პარლამენტის საგარეო გუნდი, პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, რომლებიც მუდმივ კოორდინაციაში არიან რეფორმებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ეს რეფორმები, საბოლოოდ, შედეგს გამოიღებს და ეს შედეგი ძალიან ახლოსაა“, – განაცხადა წილოსანმა.