პაატა იმნაძე: არავითარი კავშირი აცრასა და ანტიბიოტიკის მიღებას შორის არ არსებობს

“არავითარი კავშირი აცრასა და ანტიბიოტიკის მიღებას შორის არ არსებობს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „იმედის დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ანტიბიოტიკის მიღება აცრის დროსაც შეიძლება.

„აცრის დროსაც შეიძლება ანტიბიოტიკის მიღება, რადგან არავითარი კავშირი აცრასა და ანტიბიოტიკის მიღებას შორის არ არსებობს. თუ რამე მწვავე ინფექცია გაქვთ, მხოლოდ იმ დროს არ შეიძლება აცრა, თორემ ანტიბიოტიკის მიღება შეიძლება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები