თამარ გაბუნია – ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე: სჭირდება შესაფერისი დაგეგმვა, რომ მოხდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვით, მათი გადაყვანა სხვა დაწესებულებებში
“სჭირდება მომზადება და შესაფერისი დაგეგმვა, რომ უსაფრთხოდ მოხდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვით მათი გადაყვანა სხვა დაწესებულებებში”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში შესაძლებლობა იმის, რომ მოლაპარაკებები კიდევ უფრო ეფექტურად გაგრძელდეს, იზრდება.
“სოციალური მიმართულებით მინისტრის მოადგილე მუშაობს და ჯანდაცვის სამინისტრო, რა თქმა უნდა, გააგრძელებს საპატრიარქოსთან ამ მიმართულებით მუშაობას. რადგან სპონტანურად ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ვერ მოხდება, ამას სჭირდება მომზადება და შესაფერისი დაგეგმვა იმგვარად, რომ უსაფრთხოდ მოხდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვით მათი გადაყვანა სხვა დაწესებულებებში. რა თქმა უნდა, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ჩვენთვის შესაძლებლობა იმის, რომ მოლაპარაკებები კიდევ უფრო ეფექტურად გაგრძელდეს, იზრდება”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.