გია ვოლსკი: განმაცვიფრა იმან, რაც გახარიამ თქვა, უმრავლესობის წევრები 20 ივნისს არათუ არ იყვნენ, არამედ გაიპარნენო და დამამცირებელი ეპითეტებით შეგვამკო

“განმაცვიფრა იმან, რომ უცებ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, გახარიამ თქვა, რომ უმრავლესობის წევრები 20 ივნისს არათუ არ იყვნენ, არამედ გაიპარნენო და დამამცირებელი ეპითეტებით შეგვამკო”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება ყველა საკითხზე ინფორმაციის მიღებას იმსახურებს, მათ შორის, 20 ივნისზე.

„გასაკვირია გიორგი გახარიას ასეთი ჯგუფური დაცვა მაშინ, როცა სწორედ 20 ივნისის საკითხებზე კონკრეტულ ტელევიზიებს და პარტიულ ბოსებს პრეტენზია ჰქონდათ. ახლა სიტუაცია საერთოდ გადაეწყო და მასთან ერთად სხვისი დანაშაულების თემაზე ალაპარაკდნენ და, საერთოდ, რატომ გახარია და მის მიმართ პრეტენზიები? ერთია შეცდომები, რაზეც ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა. ირაკლი კობახიძეს რაიმეს თუ „დაუწუნებ“, მხოლოდ გულწრფელობა იყო. მან დეტალებში მოყვა ყველა დამოკიდებულება. საზოგადოება ყველა საკითხზე ინფორმაციის მიღებას იმსახურებს, მათ შორის, 20 ივნისზე. განმაცვიფრა იმან, რომ უცებ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, გახარიამ თქვა, რომ უმრავლესობის წევრები არათუ არ იყვნენ, არამედ გაიპარნენო და დამამცირებელი ეპითეტებით შეგვამკო მაშინ, როცა სრულიად სხვა ვითარება იყო.

როცა საზოგადოება, თანაგუნდელები ეუბნებიან ისეთი ოპერაციის ჩატარებას, რომელიც მაღალპროფესიონალურ დონეზე იქნება ჩატარებული და არ გამოიწვევს ამდენ დაზარალებულს როგორც პოლიციელებს შორის, ასევე საზოგადოებაში, კითხვები ჩნდება, მაგრამ ეს კითხვები შეცდომებზე თუ იყო, ეს უკვე თებერვლიდან გადაიზარდა ეჭვებში და ეჭვების საფუძველზე, საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ირაკლი კობახიძემ.

შემიძლია, დავამატო, რომ სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო გიორგი გახარიამ. თურმე, ოპერაცია ხელს უშლის და ორი-სამი დღით გადადებაა საჭირო, რათა ადამიანმა, რომელიც პრაქტიკულად დამნაშავეა, ძალა მოიკრიბოს და დააანონსოს სახელმწიფო სტრუქტურების არარსებობა ქვეყანაში. ანუ, სახელმწიფოს საფუძვლების რყევაზე იყო საუბარი და ამ თემაზე იყო მთავარი აქცენტები გაკეთებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარიას მიერ 20 ივნისს მომიტინგეების დაშლის ოპერაცია გაუგებრად იყო დაგეგმილი, რამაც ქვეყანა მძიმე შედეგებამდე მიიყვანა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები