ამირან გამყრელიძე – “კომენდანტის საათის” მოხსნაზე: კიდევ დავაკვირდებით 1 კვირა, 10 დღე ეპიდსიტუაციას და მერე გადაწყვეტილებები იქნება
“დღეს ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნის საკითხი არ განხილულა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება ჯერ კიდევ საჭიროა.
„დღეს ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნის საკითხი არ განხილულა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაჩვენებელი უმჯობესდება, ეს ხდება ძალიან ნელი ტემპით. ახალი შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 300-600-700 შორის. ამიტომ, ეს ისეთი მაჩვენებელია, ჯერჯერობით, რომ სხვა შემსუბუქებას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ ეტაპზე რეკომენდაციას ვერ გაუწევს. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ დავაკვირდებით 1 კვირა, 10 დღე ეპიდსიტუაციას და მერე გადაწყვეტილებები იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.