დღეს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის ფარგლებში, რიგით მე-100 შეხვედრა გაიმართება
დღეს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში, რიგით მეასე შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას დაესწრება ეუთო-ს გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.
დღეს ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და ლაშა ხეთერელის უპირობო გათავისუფლებას.
მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე ყველა იმ ინციდენტს განიხილავენ, რაც საოკუოპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გარემოს აზიანებს. მათ შორის, უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები. უსაფრთხოების გარდა, საუბარი ჰუმანიტარულ საკითხებსაც შეეხება.