აშშ-ის საელჩო: ამ დიდებული ქვეყნის ყველა ნაწილში მცხოვრებ ადამიანთა კეთილდღეობისთვის, აშშ-ის მთავრობა საქართველოს გვერდში დგომას აგრძელებს

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ეუთო-ს, იტალიის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცაგიანთკარში სასმელი წყლის ახალი სისტემის გახსნას დაესწრო.

როგორც აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის მთავრობა USAID/Georgia-სთან ერთად საქართველოს გვერდში დგომას აგრძელებს.

“ამ დიდებული ქვეყნის ყველა ნაწილში მცხოვრებ ადამიანთა კეთილდღეობისთვის, აშშ-ის მთავრობა USAID/Georgia-სთან ერთად საქართველოს გვერდში დგომას აგრძელებს. ამის ნაწილია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები საზოგადოების მახლობელ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის გზით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

ელჩი დეგნანი ეუთო-ს, იტალიის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცაგიანთკარში სასმელი წყლის ახალი სისტემის გახსნას დაესწრო. ახალი ინფრასტრუქტურა 144 ოჯახს დაეხმარება. აღნიშნული USAID-ის მიერ დაფინანსებული ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილია, რომელთა მეშვეობით საქართველოს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ 3,600-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები