ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა
ოკუპირებულ რეგიონებში: გალის, ოჩამჩირის, გულრიფშის, გაგრის რაიონებს, ასევე სოხუმის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.
შეფერხება “ენერგუჰესზე” გენერატორების ავარიულ გათიშვას მოჰყვა.
როგორც “ჩერნომოენერგოში” განაცხადეს, ამ დროისთვის ავარია ლიკვიდირებულია.