ამირან სალუქვაძე: ბევრი ქილიკი წავიკითხე კომენტარების სახით საქართველოს შუამავლობით განხორციელებული ჰუმანიტარული ოპერაციის შესახებ, “ჩვენ რაო”, კითხულობენ

“ბევრი ქილიკი წავიკითხე კომენტარების სახით საქართველოს შუამავლობით განხორციელებული ჰუმანიტარული ოპერაციის შესახებ, “ჩვენ რაო”, კითხულობენ.

შარშან, როცა ომი მძვინვარებდა, იდეებს გამოთქვამდა ხალხი, თბილისმა უნდა შესთავაზოს შუამავლობაო, ზოგი მაშინაც ქილიკობდა, ჩვენ რისი რესურსი გვაქვსო და ა.შ. ყველაზე მსუბუქ კომენტარებს ვიხსენებ”, – ამის შესახებ ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს პრემიერის შუამავლობით განხორციელებული ოპერაციის ვერდანახვა  ნიშნავს, რომ პოლიტიკაში ვერ ერკვევი.

“ახლა, როცა პრემიერმა რეგიონული ტურნე განახორციელა და აშშ-სა ევროკავშირის, კერძოდ, სახელმწიფო მდივნის რეგიონში ჩამოსვლის მიუხედავად, ვერ დაინახო რომ საქართველოს პრემიერის ჩართვის აუცილებლობა გამოიხატა და ეს ყველასათვის მისაღები აღმოჩნდა, ან პოლიტიკაში ვერ უნდა ერკვეოდე, მაშინ სხვას უნდა დაუჯერო, ან…

სხვათა შორის, ამ ნიუანსზე არ გამისვია ხაზი აქამდე, მხოლოდ დღეს ვესაუბრე იმედის ჟურნალისტს, რომ რეგიონში თურქეთს ჰყავს სტრატეგიული მოკავშირე, რომელთანაც აკავშირებს ინიციატივა “ერთი ნაცია, ორი სახელმწიფო”, პრეზიდენტმა ერდოღანმა პრემიერ ღარიბაშვილის ვიზიტისას, “რეგიონული თანამშრომლობის გასაღები” საქართველოს უწოდა.

ზოგი ქილიკობს – საკუთარ ხალხს მიხედეთო, აფხაზეთის და ცხინვალის დასაბრუნებლად გაისარჯეთო და ა.შ. ამ ხალხისთვის ასახსნელად არაფერს დავწერ. უწიგნურობას წიგნის კითხვა შველის”, – წერს სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები