“ვამაყობ საქართველოს როლით, რომელიც შევასრულეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ, ფილიპ რიკერთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული, სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების ხელშესაწყობად”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად.
„ვამაყობ საქართველოს როლით, რომელიც შევასრულეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული, სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების ხელშესაწყობად. სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
Proud of the role🇬🇪played in close coordination w/our strategic partner 🇺🇸 & Acting Assistant Sec Reeker to facilitate 🇦🇿's release of 15🇦🇲citizens detained during the conflict. 🇦🇲providing🇦🇿info about mined territories is an important step toward improved security in our region. https://t.co/ncizGfTO90
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) June 12, 2021