„ნაცნარჩენებმა დღის წესრიგის შეცვლა მოგვიხერხეს“

ყოფილი დეპუტატი რომან კუსიანი პარლამენტის უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის დღევანდელ განცხადებას პროვოკაციად აფასებს. კუსიანის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის უნიათობით, ირმა ნადირაშვილმა დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი შეცვალა.
„მუხროვანის სპექტაკლზე საპარლამენტო დებატების მოთხოვნაზე, უმრავლესობისაგან თავის არიდებამ, ნაცნარჩენები ისევ 1780557_701219506567212_590709183_oმოასულიერა. ნადირაშვილის სწორად გათვლილ პროვოკაციაზე (ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გზების დეპარტამენტი), ჩვენგან მხოლოდ წამოკნავლებები საკმარისი ვერ იქნება. ჩვენი უნიათობის თუ შიშების გამო, ნაცნარჩენებმა თავისთვის, არცთუ ცუდი, დღის წესრიგის შეცვლა ისევ მოგვიხერხეს. ერთ ჩემს ახლობელს დავესესხები და ძალიან ცუდად ვიქცევით, ასეთი უნიათობით ყუფარიებს ვამრავლებთ ჩვენ სამშობლოში, რაც ძალიან ცუდია, ცუდი“, – წერს რომან კუსიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ირმა ნადირაშვილმა პრემიერ-მინისტრის ოჯახი ნეპოტიზმში დაადანაშაულა

.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები